223
27 თებერვალი 2023, 19:56
ქალბატონო ელჩო, თქვენი „მოღვაწეობის“ მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.
ექსპერტის თქმით, ქართველი ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს თუ რა კანონი სჭირდება საქართველოს.
„ქალბატონო ელჩო, თქვენი "მოღვაწეობის" მიწურულს მაინც დარჩით თქვენს კონსტიტუციურ ფარგლებში. თქვენ არავინ გეკითხებათ, რა კანონი სჭირდება საქართველოს და რა არა. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მის მიერ მანდატმინიჭებული ხელისუფლება. დარჩით თქვენ დიპლომატიურ ჩარჩოებში, ეს ქვეყანაა და არა გადახურული ტერიტორია, რომ აქ მენტორული ტონით ისაუბროთ.“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |