ზურაბ ქადაგიძე გია ბუღაძის ნახატზე: როცა მამები შიგნიდან „ლეწდნენ“ საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით "ჭედავენ" ლიბერალურ დემოკრატიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
287 27 თებერვალი 2023, 11:29

ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მხატვარ გია ბუღაძის მიერ შესრულებულ ლენინის პორტრეტს და ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, 1981 წელს, ბუღაძის მიერ შესრულებული ნახატი და ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ ასევე ლენინისთვის მიძღვნილი ლექსი აჩვენებს, თუ როგორ „ებრძოდნენ“ ისინი საბჭოთა კავშირს.

„სასწაულია პირდაპირ, როცა მამები შიგნიდან „ლეწდნენ“ საბჭოთა კავშირს და შვილები შიშველი ხელებით "ჭედავენ" ლიბერალურ დემოკრატიას, ამ ნახატს, ლევიტანის ხმით წაკითხული ჩარკვიანის ლექსი აკლია და ფაქტობრივად „პერფორმანსია“. მხატვარი-გია ბუღაძისა 1981.წ ლექსი-ჯანსუღ ჩარკვიანისა 1970.წ „ახლა მოსკოვში ყინავს და ოცდაათი გრადუსია“.

ცა ფეხად ჩამოდის და უხარიათ ნაძვებს…
გარეთ გამოსულა, ქვეყანაზე რაც რუსია,
რუსი, ყინვის ამტანი და ჭირის გამძლე.
დგანან და ელიან იმ წუთს ბედნიერს,
როცა პირადად შეხვდებიან ვლადიმერ ლენინს
იხდიან ქუდებს, მავზოლეუმში ჭმუნვით შედიან
და ჩურჩულებენ: „ილიჩი ჩვენი“.
გარეთ კი დადის ბრძენი კაცივით იანვრის სუსხი…
და ხალხი ამბობს: „ქვეყანაზე თუ ვინმეა, მხოლოდ შენ ერთი…
„და მოუწოდებს ხალხებს ბრძენი და დიდი რუსი:
„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი