უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე მომავალი კვირიდან პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს დაიწყებს.
პარლამენტის წევრებს მოუწევთ არჩევანი გააკეთონ ქართულ რეალობას მორგებულ კანონპროექტსა და აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგს შორის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ისინი დაფინანსების გამჭვირვალობას მიესალმებიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, განხილვების შემდეგ მიიღებენ.
„ჩვენ მეორე კანონპროექტი დავაინიცირეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც არის დღეს ამერიკაში და ძალიან გვაინტერესებს, რა პოზიცია ექნება ახლა ამერიკას ან თუნდაც ევროპარლამენტს, რომელიც ზუსტად იგივე კანონს იღებს უცხოური გავლენის რეესტრის შესახებ - აი, იმ კანონპროექტზე, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ. ორივეს გამოვიტანთ ჩვენ საზოგადოებამ რომ დაინახოს, რა მსგავსება და განსხვავებაა ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტსა და ამერიკის კანონს შორის. არის ძალიან დიდი სხვაობა. სხვაობა იარის ის, რომ არის ძალიან მკაცრი და ჩვენი არის ლიბერალური“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |