ირაკლი ლატარია: ოდესმე მოგისმენიათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოლდოვაზე რაიმე კრიტიკული შეფასება? არა, სამაგიეროდ, ჩვენთან აქვთ დიდი გული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 24 თებერვალი 2023, 17:54

ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას საქართველომ არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ თანაავტორიც კი იყო. მოლდოვამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ოდესმე მოგისმენიათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოლდოვაზე რაიმე კრიტიკული შეფასება? არა, არ მოგისმენიათ. სამაგიეროდ, ჩვენთან აქვთ დიდი გული, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომ „ოცნების“ დეპუტატები შოიგუს დაკრულზე ცეკვავენ უკრაინელებისა და ქართველების სისხლზე“.

ლატარია აღნიშნავს, რომ ამერიკა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო აღჭურვილობით, მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ ჩაერთოს ომში და ამავე დროს, თვეში ათეულობით მილიარდ დოლარს ურიცხავს რუსეთს სასუქის მიღებისათვის.

„ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას საქართველომ არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ - თანაავტორიც კი იყო. მოლდოვამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ასევე, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ, ვაკვირდები, ნერვები მაწყდება. დაუნახაობას და ანგარებით შეფასებებს ჭკუიდან გადავყავარ. ოდესმე მოგისმენიათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოლდოვაზე რაიმე კრიტიკული შეფასება? არა, არ მოგისმენიათ. სამაგიეროდ, ჩვენთან აქვთ დიდი გული. ამერიკამ, 2024 წლამდე ტანკსაც კი ვერ მოგცემო, ამერიკა, ქვეყანა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო აღჭურვილობით მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ ჩაერთოს ომში და ამავე დროს, სწორედ ამერიკა, თვეში ათეულობით მილიარდ დოლარს ურიცხავს რუსეთს სასუქის მიღებისათვის და ჩვენ, ქვეყანას, რომლის მიწასთან გასასწორებლად რუსეთს მაქსიმუმ 2 დღე დასჭირდეს, ჩვენ გვებლატავებიან რატომ არ ემსგავსებით ხარკოვს და ბურჩასო. რატომ არ ღვრით ქართველთა სისხლსო. რატომ არ ხართ მშივრებიო? ასეთი უსამართლობა, ასეთი დაუნახაობა, ასეთი უნამუსობა მართლა არ გამიგია. ნატოს წევრი ქვეყნები არიან ზე ფრთხილად და ყველანი მოქმედებენ ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ჩვენი ხელისუფლებაც, რომ იგივეს აკეთებს ენას გვიტლიკინებენ და ყველაფერს კადრულობენ.

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უკრაინაში ზუსტად ის მიდგომებია, რაც ჩვენთან იყო ათეულობით წლის წინ. ჩვეულებრივი წესია, ქრთამის მიცემ აღება, ,,გაიშნიკს" რომ 5-ლარიანს ჩაუდებდი მართვის მოწმობაში და გიშვებდა, ეგ ხდება უკრაინაში დღემდე. რატომ გამახსენდა ,,გაი" და ქრთამი? იმიტომ, რომ ყველა ის ჩინოვნიკი თუ დეპუტატი, რომელიც საქართველოს აკრიტიკებს უკრაინის მხარდაჭერის ნაკლებობის კუთხით, დარწმუნებული ვარ რომ არიან გიული ალასანიას 1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გაგრძელებანი.

უკრაინაში ომი დასრულდება და ძალიან მინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და სწორედ ამის შემდეგ მაინტერესებს რა პასუხს გაგვცემს უკრაინის ხელისუფლება მარტივ კითხვაზე: საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი დიქტატორს, ძებნილს, ქართველთა მწამებელსა და ტერიტორიების დამკარგველს, რატომ იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ?“- წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი