490
18 თებერვალი 2023, 19:40
ძიუდოში თელ ავივის გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ბექა ღვინიაშვილმა - 90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ბულგარელი, უკრაინელი, მონღოლი და აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ უნგრელ კრისტიან ტოტს ორი ვაზარით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
გრან სლემის პირველ დღეს - 66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედალი ერგო ლაშა ნადირაძეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |