347
16 თებერვალი 2023, 21:20
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი თელ-ავივის ,,გრანდ სლემის'' გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ფინალურ ორთაბრძოლაში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ნადირაძემ. მან მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერს სძლია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |