ევროპარლამენტის რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ძალა ებრძვის საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
284 16 თებერვალი 2023, 18:00
„ტყუილებით სავსე რეზოლუციის მიღების და კუბილიუსის  ,,თამაშის წესების"  მოთხოვნის მიუხედავად,  ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები არ შეიცვლება, ეს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების უმთავრესი მიზანია.“- წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. 

ბოჟაძის თქმით, რა ძალებიც არ უნდა ცდილობდნენ რეალობის დამახინჯებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იქნება მოძალადე რეჟიმის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილი ამ რეჟიმისგან ქვეყნის და ხალხის გამათავისუფლებელი.


„ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ძალა ებრძვის საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. სწორედ ამ ძალს ვუწოდებთ ,,გლობალური ომის პარტიას", რომელმაც შეძლო და 577 ევროპარლამენტის წევრი დაითანხმა ხმა მიეცათ სიცრუისთვის და დეზინფორმაციისთვის, ხმა მიეცათ რომ თურმე მოძალადე და კორუმპირებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ,,ვენდეტას" მსხვერპლია, აწამებენ და ნელ-ნელა კლავენ. 362 ხმა მიიღო რეზოლუციის შესწორებამ სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ პარტნიორებს, რაც პოლიტიკური შანტაჟის კლასიკური მაგალითია. როდესაც ევროპარლამენტის წევრი ხმას აძლევ საქართველოს შესახებ 2 ყველაზე დიდ ტყუილს, თან ისე რომ კარგად იცი სიმართლე, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ძალა გარედან მართავს  ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს და ,,აიძულებს" მიიღოს ანტიევროპული გადაწყვეტილებები.  ტყუილებით სავსე რეზოლუციის მიღების და კუბილიუსის  ,,თამაშის წესების"  მოთხოვნის მიუხედავად,  ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები არ შეიცვლება, ეს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების უმთავრესი მიზანია. რა ძალებიც არ უნდა ცდილობდნენ რეალობის დამახინჯებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იქნება მოძალადე რეჟიმის შემოქმედი და ბიძინა ივანიშვილი ამ რეჟიმისგან ქვეყნის და. ხალხის გამათავისუფლებელი. სიმართლე ერთია და მას ტყუილი ვერასდროს ჩაანაცვლებს, ვერც სიკეთეს დაამარცხებს ბოროტება  ვერასდროს!
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დავიცავთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, ვისაც არ უნდა ეწყინოს მტერსა თუ მოყვარეს, ასეა ეს 2012 წლიდან და მომავალშიც ასე იქნება!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი