333
13 თებერვალი 2023, 21:39
„რატომ წერს ამას ბრიტანული BBC - რა ამოძრავებს მას? რატომ არის ამოვარდნილი არაოფიციალურად მიღებული კონტექსტიდან, რომ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი შედეგი: უკრაინის უპირობო გამარჯვება აგრესორ რუსეთზე? რატომ აქვეითებს BBC უკრაინული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთებას? რატომ ჩაეწერა ეს ავტორიტეტული დასავლური გამოცემა იმ "რუსეთუმე" პანიკიორთა რიცხვში - რომელიც ამ ომის შედეგებზე "არაკანონიკურ" შეხედულებებს ავრცელებს? რატომ დუმს უკრაინული ოფიციოზი? რატომაა გაჩუმებული ოფიციალური კიევის თბილისის ფილიალი? სადაა სექტანტების აღშფოთებული გოდება, კბილთა ღრჭენა და თმის გლეჯვა?
აბა ის რა იყო - ირაკლი კობახიძის მისამართით?! რა შეშფოთებული ფაღარათი დაემართა ერთბაშად ყველას - კიევიდან კახეთის გზატკეცილამდე? რა თქვა კობახიძემ? რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინული საჯარისო ფორმირებების უმნიშვნელო წარმატებაზე უფრო სერიოზული გარღვევა აქვს აგრესორის სამხედრო მანქანას? იქნებ უბრალოდ იმიტომ თქვა, რომ BBC-ის კითხულობს დედანში? მაშინ, როდესაც უკრაინის მოქალაქე-ბელადი საბოლოოდ გადავიდა მშობლიურ უკრაინულ ენაზე და ხაბეს ვურჩევ - ეს უცხო ენა მაინც ისწავლოს, სააკაშვილთან კომუნიკაციის ხათრის გამო. ოღონდ ამ ენაზე BBC-ის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა, რომ რუსი სჯობნის უკრაინელს - შეუძლებელი იქნება. და კიდევ ერთი თხოვნა - სააკაშვილისა და "ძმაო-ხაბეს" ურთიერთდიალოგი უკრაინულ ენაზე სადმე იუთუბზე თუ დაიდო - არ გამომაპაროთ...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |