პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეროვნულ გალერეაში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„თავისუფალია ხელოვნება აბა რა! და საპირისპირო რა ხდება?! სად ნახეთ დატყვევება? მაგალითი მოიყვანოს ვინმემ, ერთი მაინც. სხვა რამეშია საქმე. კარგი გამოფენები გაკეთდა, კარგი აქციები ჩატარდა, ბევრი პოზიტივიაო ვიღაცამ იფიქრა, ემანდ მშვიდობიანი გარემო არ შეიქმნას მაგ სფეროშიო და აქცია-პერპორმანსი მოიფიქრეს", - წერს ვოლსკი.
მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |