ჩვენი ვალუტა, კურსი და ზოგადად, ფინანსური ბაზარი მოლოდინების მიმართ ძალიან სენსიტიურია-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
871 12 მარტი 2020, 13:30

ყველა დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად, ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა ლარის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც შესაბამისად აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, საფინანსო ბაზრებზე.

„ჩვენს რეგიონშიც, თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი რუსეთის რუბლი 16-17 პროცენტით გაუფასურდა, რაზეც ასევე მოქმედებს სანავთობო ბაზრებზე არსებული ვითარება, რადგან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა. თურქული ლირა იწყებს გაუფასურებას, 3 პროცენტით გაუფასურდა. შესაბამისად, შეიძლება, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის, პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული, თუმცა ისევ და ისევ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად გადაილახება კორონავირუსის პრობლემა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ გამოწვევას ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.

„თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ჩვენი ეკონომიკის მზადყოფნაზე, კარგია, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვხვდებით ძალიან მყარი, ჯანსაღი ეკონომიკით. იანვრის შედეგებით, ტურიზმი უპრეცედენტოდ 19 პროცენტით გაიზარდა და ასევე ექსპორტიც მზარდი იყო. რა თქმა უნდა, თანდათან უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს, რადგან თებერვალში ტურისტების რაოდენობა პრაქტიკულად კლებაში გადავიდა და ეს ასეც მოხდება. ეს ჩვენი ერთობლივი შეთანხმებული პოლიტიკის შედეგია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი