ანდრია გვიდიანი: ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს, სინამდვილეში ვერანაირი მილიონიანი ლობისტური კონტრაქტები მიშას ვერ გაათეთრებს და მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 08 თებერვალი 2023, 15:33

ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს. ყველაფერი ყალბია, ყველაფერი ფასადურია! სინამდვილეში ვერანაირი მილიონიანი ლობისტური კონტრაქტები მიშას ვერ გაათეთრებს და მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ.

გვიდიანმა აღნიშნა, რომ ის ქაოსი, რაც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არის შექმნილი, უნიჭო სპექტაკლია და მეტი არაფერი.

„თითქმის არ მეგულება ისეთი ადამიანი, ვისაც მართლა სჯერა, რომ ვინმე მიხეილ სააკაშვილს აწამებს. რეალურად ყველამ იცის, რომ ის ქაოსი, რაც სააკაშვილის ირგვლივ არის შექმნილი, უნიჭო სპექტაკლია და მეტი არაფერი.

ნაძირალა სააკაშვილმა მილიონი დოლარი გადაიხადა ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში და ყველას კარგად ესმის, რომ მისი საკითხის აქტუალიზება მხოლოდ ფულს უკავშირდება. უკვე ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს.

ყალბია დეკორაციები;
ყალბია სამედიცინო დასკვნები;
ყალბია პოლიტიკური შეფასებები;
ყალბები არიან ე.წ. სპიკერები;
ყალბები არიან სააკაშვილის გულშემატკივარი უცხოელი პოლიტიკოსები;
ყალბია ცრემლები;
ყველაფერი ყალბია, ყველაფერი ფასადურია!
სინამდვილეში სააკაშვილი ნაძირალა კრიმინალია;
სინამდვილეში სააკაშვილის ადგილი ციხეშია;
სინამდვილეში ვერანაირი მილიონიანი ლობისტური კონტრაქტები მიშას ვერ გაათეთრებს და მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა;

სინამდვილეში მოსყიდული მედიის და პოლიტიკოსების გარდა, არავის ანაღვლებს სააკაშვილის ბედი;

P.S. - ხალხი ამ ცირკით უკვე ძალიან დაიღალა და ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. მისი ადგილი არა VIP პალატაში, არამედ ციხეშია“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი