„თუ არ იცის ახლა მაინც მიხვდეს, მისი „სიყვარულისთვის“ სხვა ქვეყნის სახელმწიფოს დროშის შეურაცხყოფა საკმაოდ სერიოზულ დანაშაულად ითვლება?!“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ახლა მოეჩვენა საქართველოს დროშა სისხლიანი.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი უმსგავსობა გაგვიგია, მაგრამ რადას დეპუტატმა პირდაპირ დროშაზე მიიტანა იერიში- ძალიან ზედმეტები მოსდით ზოგიერთ უკრაინელს, იმდენად ზედმეტები რომ ვეღარ გაარჩევ ჩვენი ქვეყნის "სიყვარულით" თუ სიძულვილით!
„მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანიო? დაუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა? ისე ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა, რომ სანამ სიყვარულის მორევში გადაეშვებოდა ქალბატონი იასკო, დაედგინა თვითონ სააკაშვილს ხომ არა აქვს სისხლიანი ხელები? ან იქნებ აჯობებდა მუხლებში ჩავარდნოდა მის „რაინდს“ და ეთხოვა არ შეპარულიყო საქართველოში არეულობის მოსაწყობად? არც ის აწყენდა თუ არ იცის ახლა მაინც მიხვდეს, მისი „სიყვარულისთვის“ (ასეთები კი მიშას ბევრი ჰყავდა!), სხვა ქვეყნის სახელმწიფოს დროშის შეურაცხყოფა საკმაოდ სერიოზულ დანაშაულად ითვლება?! უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი უმსგავსობა გაგვიგია, მაგრამ რადას დეპუტატმა პირდაპირ დროშაზე მიიტანა იერიში- ძალიან ზედმეტები მოსდით ზოგიერთ უკრაინელს, იმდენად ზედმეტები რომ ვეღარ გაარჩევ ჩვენი ქვეყნის "სიყვარულით" თუ სიძულვილით!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |