მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 06 თებერვალი 2023, 10:58

მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა, ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მაჭუტაძე „ფეისბუქზე“ წერს.

„მეგობრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი განცხადება თუ განმარტება: წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ჩვენი პარტიის, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო დღემდე. 2016 წელს იყო ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხა-ჩხოროწყუში. 2017 წლიდან იკავებდა რეგიონული მდივნის თანამდებობას. 2020 წელს არჩეული იქნა პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში.

2021 წელს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კვოტით მე წარვუდგინე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას მისი კანდიდატურა წალენჯიხის მერის არჩევნებში – დაადასტურებენ კობა ნაყოფია, ნუგზარ წიკლაური, ლევან გახელაძე, მიხეილ ანთაძე და სხვები (ცნობისთვის: ჩვენ ერთიან კოალიციაში/ბლოკში ვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2018 წლიდან ყველა არჩევნებში, როდესაც დავაფუძნეთ „ძალა ერთობაშია” ამსტერდამში, საქართველოდან და უკრაინიდან დევნილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად).

დღეს კი მედიით შევიტყვეთ, რომ თურმე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი გია ხარჩილავა სხვა პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა.

გია ხარჩილავა არა მხოლოდ თანაპარტიელი იყო, არამედ მეგობარიც იყო ჩვენი და ძალიან, ძალიან სამწუხარო, გამაოგნებელი და, პირდაპირ ვიტყვი, სამარცხვინო ამბავია, როდესაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ მედიის მეშვეობით გავიგეთ. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა.

P.S. სხვათა შორის, ზოგიერთი მისი ახლანდელი თანაპოლიტსაბჭოელი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გიას კანდიდატურას და სერიოზული შიდაკოალიციური მუშაობის გაწევა დაგვჭირდა. დღეს კი სწორედ იმ პოლიტიკურ საბჭოში ამოყო თავი, სადაც თურმე მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, ნუგზარ წიკლაურის ადგილი არ ყოფილა“, – წერს მაჭუტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი