ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია, გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 05 თებერვალი 2023, 22:29

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა, ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია, გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით.

იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

„ტექნიკური ყრილობის“ დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ „გასაოცარ დემოკრატიასთან“ მივიდნენ….

ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს.
მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს.

ერთგულებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ 22-წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი „მეგობრებით“ ჩაანაცვლეს.

ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს.

ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია – მიუხედავად იმისა, ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას.

ჩრდილოვანი მმართველი მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას.

დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა – ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები  „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ.

გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე, რომ „ტექნიკური ყრილობის“ მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ. კრების მიერ, სადაც 335  დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს, დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი.

თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ – პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან.

ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება…“  – წერს ნიკა მელია „ფეისბუქზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი