ჩალაძემ თუ თქვა, ქუჩაში სისხლის ღვრაა გამოსავალი, ე.ი. ესღაა ერთადერთი საშუალება -ბრძანა დედა დედოფალმა. ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. იქით ნაკაცარმა გუბაზმა, „ნაიომნიკები“ ჩამოვლენ საქართველოში და ერთად ვიომებთო, აქეთ ჩალაძემ ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ "კურთხევა" მისცა კამპანიას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ მათივე მტკიცებით დაავადებულ სააკაშვილს კვალიფიციურ სპეციალისტების მეშვეობით უმკურნალონ, პიარ-კომპანიასთან დებენ ხელშეკრულებებს, რომ მსოფლიო მედიამ გააშუქოს სააკაშვილის "Fake-ავადმყოფობის" საკითხი.
„ჩალაძემ თუ თქვა,ქუჩაში სისხლის ღვრაა გამოსავალი, ე.ი. ესღაა ერთადერთი საშუალება -ბრძანა დედა დედოფალმა. ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირალებმა. იქით ნაკაცარმა გუბაზმა, „ნაიომნიკები“ ჩამოვლენ საქართველოში და ერთად ვიომებთო, აქეთ ჩალაძემ ქუჩაში სისხლის ღვრა მოხდებაო, დილიდან კი გიულიმ „კურთხევა“ მისცა კამპანიას. მოწამლულიაო და შესაბამის ექსპერტიზას არ ატარებინებენ სახელმწიფოს!
წონაში კრიტიკული კლება აქვსო და აუცილებელ საკვებ რაციონს არ აძლევენ!
დაავადებულიაო და კვალიფიციურ სპეციალისტებს კი არ ქირაობენ? პიარ-კომპანიასთან დებენ ხელშეკრულებებს, რომ მსოფლიო მედიამ გააშუქოს სააკაშვილის „Fake-ავადმყოფობის“ საკითხი!
რეალურად, ამ ნაძირალა ხალხის კისერზეა ყველაფერი,რაც სააკაშვილის გარშემო ხდება!
ჰოდა, შედეგი ვერ გამოიღო „ბოროტი კლოუნის“ ცუდად ყოფნამ...
ახლა საზოგადოების განწყობას ამოწმებენ, კრიტიკული დამოკიდებულება ექნება,თუ არა ხალხს ძალადობის მოწოდებაზე... ფრთხილად იყავით, სააკაშვილის საცოდაობით ვაჭრობაში არ აგერიოთ ძალადობის აგიტაცია, თორემ ისე გაგიხდებათ საქმე, თავქუდმოგლეჯილი გარბოდეთ საქართველოდან და მიშა ომის ნადავლად რჩებოდეს ქართველ ხალხს!!!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
გიული ალასანიამ, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის დაწყების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის არსებულ ვითარებას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |