307
04 თებერვალი 2023, 16:34
ანუ, სამოქალაქო ომს აპირებ გუბაზ?! 1991-92 წლებში გინდათ ქვეყნის დაბრუნება?! რომ ევროინტეგრაციას კიდევ მინიმუმ 30 წელი დავშორდეთ? - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომელმაც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა, რომ აქ [საქართველოში] ბევრი აპირებს ომს და ამას მხოლოდ მისი სახელით არ ამბობს.
როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ეს "კოლექტიური გუბაზები" არიან პოსტსაბჭოთა ბაბლში რომ უნდათ ჩაგვტოვონიმიტომ, რომ იქ არის მათი კომფორტის ზონა.
„ანუ, სამოქალაქო ომს აპირებ გუბაზ?! 1991-92 წლებში გინდათ ქვეყნის დაბრუნება?! რომ ევროინტეგრაციას კიდევ მინიმუმ 30 წელი დავშორდეთ?
ეს "კოლექტიური გუბაზები" არიან პოსტსაბჭოთა ბაბლში რომ უნდათ ჩაგვტოვონ, იმიტომ რომ იქ არის მათი კომფორტის ზონაც და სულიერი ნავთსაყუდელიც“ - წერს ზაა ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |