პარიზის ოლიმპიურ თამაშებს შესაძლოა 40-ზე მეტმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 03 თებერვალი 2023, 21:24

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის სპორტის მინისტრები მოწოდებით მიმართავენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC).2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.

"თავის მიმართვაში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის სპორტის მინისტრები სპორტის ორგანიზაციებს მადლობას უხდიან უკრაინის სოლიდარობისთვის, მათი დახმარებისთვის და იმავდროულად უარყოფით შეფასებას აძლევენ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დასაბრუნებლად IOC-ის ძალისხმევას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებში.

მინისტრებმა ასევე "გამოხატეს მადლიერება ყველა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომლებმაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ამ ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოაშორეს საერთაშორისო შეჯიბრებებს და ორგანიზაციებს, ხოლო დანარჩენებს ამის დაუყოვნებლივ გაკეთებისკენ მოუწოდეს."

პოლონეთის სპორტის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის და ბელარუსის რეინტეგრაციის მცდელობის გათვალისწინებით, მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს შეიძლება 40-ზე მეტმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს.

25 იანვარს IOC-ის აღმასკომი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდა და იმავდროულად განმარტა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებულ  საომარ  მოქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი