306
03 თებერვალი 2023, 14:14
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, არადა ორიოდე დღის წინ ევროპაში ჩასული ნაც-დიპლომატები იქაურების დარწმუნებას ცდილობდნენ, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას არ იმსახურებსო.
"მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას" – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
"ევროკომისიის ანგარიშში საქართველო მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით - უკრაინას" ირაკლი კობახიძე
"ევროკომისიის შეფასება მიუთითებს, რომ პარტნიორებს პროგრესის დანახვა შეუძლიათ" სიმწრით ამოღერღა "ჭიჭე აღმაშენებლის" პაატა მანჯგალაძემ
გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ. არადა სულ ორიოდე დღის წინ ევროპაში ჩასული იყო სამი ნაც-დიპლომატი (კაპანაძე, გორდაძე, ჭიაბერაშვილი) - მოდით პირდაპირ ვთქვათ მოღალატეები(!), რომლებიც ცდილობდნენ იქაურები დაერწმუნებინათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას არ იმსახურებს. „- წერს ანჯაფარიძე,“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |