ოქროს და ვერცხლის მედალი ალმადას გრან პრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 29 იანვარი 2023, 23:31

ალმადას გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, აქედან ერთმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, მეორე - დამარცხდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე.

მომავალი ოქროს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაიზე უპირატესობა ჯერ ვაზარით მოიპოვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი