ამომრჩევლები, რომელთაც ხმის მიცემის პროცესში ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს, განახლებული კოდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 29 იანვარი 2023, 19:56

მხარდამჭერები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც განსაზღრავს პარტიის მომავალსა და მის პერსპექტივას შეცვალოს ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია.

„სწორედ ამიტომ, საარჩევნო კომისიისა და ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებით, ის დარეგისტრირებული ამომრჩევლები:

  • რომლებმაც გამოხატეს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ვერ მიიღეს სმს-კოდები;
  • ან ხმის მიცემის პროცესში ჰქონდათ სხვა ტექნიკური შეფერხება;

დღეს 19.00 -დან მიიღებენ ახალი სმს გზავნილებს განახლებული კოდებით.

ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ ამ სმს გზავნილებში არსებულ ბმულზე გადასვლითა და მიღებული კოდის შესაბამის ველში დაფიქსირებით”,- აცხადებს მელია Facebook-ზე გამოქვეყნებულ „პოსტში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი