საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს დაუშვებს, რომლებიც ამხარს არ უჭერდა უკრაინაში წარმოებულ ომს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 26 იანვარი 2023, 09:01

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ იმ რუს  სპორტსმენებს დაუშვებს, რომლებიც არ ემხრობიან უკრაინაში რუსულ აგრესიას.

„მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სრულად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას. კერძოდ, ეს ნიშნავს:

პირველი – კონკურენციის საშუალება ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამშვიდობო მისიას და მხარს არ უჭერდა უკრაინაში წარმოებულ ომს.

მეორე – მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სრულად იცავენ მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსს და ყველა შესაბამის ანტისადოპინგო წესს, ექნებათ მონაწილეობის უფლება“, – აცხადებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი