ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 15 იანვარი 2023, 17:51

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ;

როგორც ფედერაცია განმარტავს, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი