215
15 იანვარი 2023, 14:38
,,The New York Times რომ სტატია დაწერა, საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაშიო, მერე ნაცმედიამ რომ აიტაცა, იცით ვისი დაწერილია?” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი The New York Times გამოქვეყნებულ სტატიას, რომ თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სტატია რუსი ჟურნალისტის დაწერილია, რომელიც ყველაფრის მკადრებელია ფულის სანაცვლოდ.
ნიკოლეიშვილის თქმით, ჟურნალისტს ასევე, დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. ნაცმედიებმა კი, სწორედ, ეს არსება გაიხადა მოკავშირედ.
,,The New York Times რომ სტატია დაწერა, საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაშიო, მერე ნაცმედიამ რომ აიტაცა, იცით ვისი დაწერილია? რუსი ჟურნალისტის, რომელიც ყველაფრის მკადრებელია ფულის სანაცვლოდ. როგორც ირკვევა, მას ასევე დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, დაგულაობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არც კრემლის წინ, წითელ მოედანზე ეუხერხულება პოზირება. აი, ეს უსამშობლო არსება გაიხადეს ნაცმედიებმა მოკავშირედ. თუმცა რა არის გასაკვირი, თავადაც ხომ უსამშობლო მოღალატეები არიან,” - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |