როგორც ჩანს, ალასანიას ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 13 იანვარი 2023, 14:22

როგორც ჩანს, ალასანიას ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი, სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორად ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გიული ალასანიას ჩანაწერთან დაკავშირებით ძალიან მარტივად შეიძლება გადაწყდეს ყველაფერი - თავადვე ჩაატარონ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ დაადგინოს:
1 - ავთენტიკურია, თუ არა ჩანაწერი
2 - ჩანაწერი არის, თუ არა უწყვეტი, ან არის თუ არა მასში უწყვეტი ფრაზები.
3 - არის თუ არა, ფრაზებს შორის წყვეტა (რაც აზრის შეცვლის შესაძლებლობას გააჩენდა), ან გადაადგილებულია თუ არა სიტყვები ამ ფრაზებში.
აი, ეს მარტივი კითხვები ყველაფერს ბოლომდე ნათელს მოჰფენს.
ფაქტია, რომ სხვა მოსაუბრის, თუ მოსაუბრეების ხმა, ჩანაწერიდან ამოჭრილია. ამიტომ, მხოლოდ ერთი მარტივი კითხვა - არის თუ არა, ჩანაწერი მონტაჟი, ეჭვშეუტანლად პოზიტიურ პასუხს მიიღებს და საზოგადოებას კიდევ უფრო დააბნევს. ამიტომ, იმ ელემენტარულ კითხვებზე პასუხი, რაც მე ჩამოვთვალე, ბოლომდე დაადგენს სიმართლეს ასპროცენტიანი სიზუსტით.
ვნახოთ, გაბედავენ თუ არა ამის გაკეთებას. თუმცა, როგორც ჩანს, ჩანაწერის სისწორეში ეჭვი არავის ეპარება. თავად ნაცებმა, უფრო კონკრეტულად კი სააკაშვილის ფლანგმა, ამ დრომდე სწორედ ამიტომ არ გამოთქვეს ექსპერტიზის ჩატარების სურვილი.
თუ ექსპერტიზის ჩატარება არ უნდათ, მაშინ მელიამ ის მაინც გაამხილოს, ვინ იწერდა გიული ალასანიას საუბრებს, ჯერ კიდევ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვამდე“,- წერს იონათამიშვილი.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი