ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლობისტების საკითხს ეხმიანება. როგორც თავად წერს, ხშირად სმენია საყვედური ოცნების მომხრეების მხრიდან, რატომ არ აჰყავს „ქართულ ოცნებას” ლობისტები.
ქადაგიძის თქმით, კაცს მილიარდები გაუქრეს ანგარიშიდან და ვინც გაუქრო, ის ადამიანი ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს და ჩვენება რომ უნდა მიეცა, წინა დღეს ტყეში იპოვეს მკვდარი, არადა ველოსიპედით იყო სასეირნოდ წასული.
რა ლობისტი?!
„რატომ არ აჰყავს მაგარი ლობისტები „ქართულ ოცნებას“? ხშირად მომისმენია ასეთი საყვედური ოცნების მომხრეების მხრიდან. რა ლობისტი ხალხო. კაცს მილიარდები გაუქრეს ანგარიშიდან, თან მოსკოვის ან ფხენიანის ბანკებიდან კი არა, შვეიცარიული ბანკიდან და ვინც გაუქრო, ის ადამიანი ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს და ჩვენება რომ უნდა მიეცა, წინა დღეს ტყეში იპოვეს მკვდარი, არადა ველოსიპედით იყო სასეირნოდ წასული. რა ლობისტი?!“…- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |