337
12 იანვარი 2023, 18:57
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიულის ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ მელიას თემა არ არის. მელიას უბრალოდ დაეხმარნენ და სააკაშვილ-ხაბეიშვილის უცნაურ და სპონტანურ ტანდემს სამაგიერო გადაუხადეს, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვა მხრიდან მოდის - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
ექსპერტის აზრით, ჩანაწერი გაავრცელა იმან, ვისაც ძალიან უნდა გააქარწყლოს ეჭვი, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების უმრავლესობა რეალურად მის აგენტურას წარმოადგენს, რუსული თემის შემოტანა ამას „ადასტურებს“.
„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გიულის ჩანაწერის გავრცელება მხოლოდ მელიას თემა არ არის. მელიას უბრალოდ დაეხმარნენ და სააკაშვილ-ხაბეიშვილის უცნაურ და სპონტანურ ტანდემს სამაგიერო გადაუხადეს, მაგრამ ეს ამბავი უფრო სხვა მხრიდან მოდის:
გაავრცელა მან, ვისაც ძალიან უნდა გააქარწყლოს ეჭვი, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების უმრავლესობა რეალურად მის აგენტურას წარმოადგენს!
რუსული თემის შემოტანა ამას „ადასტურებს“.
ანუ, უფრო მარტივი რომ იყოს, დასავლური სპეცსამსახურების კონკრეტული ხაზი უვრცელებს გიულის ჩანაწერს, ამ გზით ემიჯნება აგენტურას და ძალიან აბნევს ქართულ საზოგადოებას.
რუსთავი 2-მაც ჭამა და სააკაშვილი ლამის პუტინის ჩამოყვანილად შემოგვასაღა, რაც ამ შემთხვევაში ზღაპარია.
ახლა სააკაშვილი სხვა ხალხს ჭირდება და სხვა ხალხი ამუშავებს!
ეს არ გამორიცხავს გიულისა და მისი კაგებეშნიკი ძმის ეფესბესთან კონტაქტს და მათ პოზიციაზე ნერვიულობას!
ყველა თავის ინტერესებზე ფიქრობს და ზრუნავს, ეს გასაგებია, ამერიკელიც, რუსიც, ევროპელიც...
კიდევ კარგი, რომ ამ დროს აღმოგვაჩნდა ხალხი, რომლებმაც მილიარდებიც ფეხებზე დაიკიდა, პირადი კეთილდღეობა, გარანტიები და საკუთარი სიცოცხლეც - არ ვაჭარბებ!
ყველა მხრიდან შეიძლება ასეთი რისკებიც იყოს და ამის მიუხედავად პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენეს!!!
და მართლა ბრავო ქართველ ხალხს!
ზუსტად ხვდება ხალხი ყველაფერს, სხვანაირად და ასეთი მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი თავგანწირვა ვერ გადაგვარჩენდა!..“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |