ზურაბ ქადაგიძე: ბენ ჰოჯესისაც მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული. ოჯახი რამით უნდა არჩინოს, ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი "უსამშობლო ნაძირლების" დაფინანსების ხარჯზე!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 10 იანვარი 2023, 15:47

გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლიც სტუმრობდა, რომელმაც პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს, მაგრამ ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიას არ გაუშუქებია და არც რომელიმე არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი გამხდარა.

„ცოტა ხნის წინ, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი სტუმრობდა. პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, ამერიკელმა გენერალმა დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს... თუმცა, ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიასა, თუ არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი არ გამხდარა. რატომ? იმიტომ, რომ სადაც საქართველოს პოზიტიურ როლსა და წარმატებაზეა საუბარი, იქ გლობალური ომის მხარდამჭერ მედიებსა და არასამთავრობოებს არაფერი ესაქმებათ... ახლა კი ამ გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება... ისე ამ ბენ ჰოჯესისაც მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული. ოჯახი რამით უნდა არჩინოს, ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი "უსამშობლო ნაძირლების" დაფინანსების ხარჯზე!“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი