მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
868 09 მარტი 2020, 14:32
მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ნავთობის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, გერმანული ინდექსი DAX ვაჭრობის დასაწყისშივე 7,4 პროცენტით დაეცა.

ამასთან დაეცა, იმ 30 კონცერნის აქციების ფასი, რომელსაც DAX აერთიანებს. კერძოდ „დოიჩე ბანკისა“ და „ადიდასის“ აქციების ფასი 12 პროცენტით შემცირდა.

8,8 პროცენტით დაეცა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ინდექსიც – FTSE.

არასახარბიელო მდგომაროებაა საფრანგეთშიც, სადაც პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი – CAC-40 6.4 პროცენტით დაეცა. აღნიშნული ინდექსი 40 მსხვილი ფრანგული კონცერნის აქციებს აერთიანებს.

დღესვე, მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება აზიურ ბირჟებზეც. იაპონიის ბირჟის ინდექსი Nikkei დღის ბოლოს 5.07 პროცენტით, ხოლო შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი – 3,01 პროცენტით დაეცა.

ამასთან, 9 მარტს ნავთობი მკვეთრად გაუფასურდა. ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა 32,83 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა – 28,84 დოლარი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი