ზაალ ანჯაფარიძე ზაზა შათირიშვილის წერილზე: 2004 წელს დაიწყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ლიბერალებისთვის მიუღებელი ტრადიციული ელიტების „ჩარეცხვა“ და ახალი ე.წ. ლიბერალური კონტრ-ელიტების ფორმირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
365 09 იანვარი 2023, 14:14

საქართველოში ელიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ შორის პრობლემებზე, არაერთხელ გამომითქვამს აზრი, თუმცა ამ თემის სიღრმისეულად განხილვა ჩვენთან რატომღაც არ ითვლებოდა „მოდურად.“ ამას თავის მიზეზები ჰქონდა და მათი განხილვა ცალკე თემაა. თუმცა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ამ კუთხით ერთგვარად დაძრა ყინული, როდესაც თავის მორიგ წერილში ელიტების თემასაც შეეხო ჩვენს ქვეყანაში აგრესიული ულტრალიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების ჭრილში - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ულტრალიბერალური ელიტა, უზარმაზარი ფინანსური თუ მატერიალური ინექციების შედეგადაც კი ვერ ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ელიტად. ის დარჩა და დარჩება „ფსევდო-ელიტის“ როლში.

„საქართველოში ელიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათ შორის პრობლემებზე, არაერთხელ გამომითქვამს აზრი, თუმცა ამ თემის სიღრმისეულად განხილვა ჩვენთან რატომღაც არ ითვლებოდა „მოდურად.“ ამას თავის მიზეზები ჰქონდა და მათი განხილვა ცალკე თემაა. თუმცა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ამ კუთხით ერთგვარად დაძრა ყინული, როდესაც თავის მორიგ წერილში ელიტების თემასაც შეეხო ჩვენს ქვეყანაში აგრესიული ულტრალიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრების ჭრილში.
სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სწორედ 2004 წელს დაიწყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ლიბერალებისთვის მიუღებელი ტრადიციული ელიტების „ჩარეცხვა“ და სწრაფი ტემპით ახალი ე.წ. ლიბერალური კონტრ-ელიტების ფორმირება, რასაც სხვათა შორის, აქტიურად უწყობენ ხელს ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ტრადიციული ელიტების დაკნინებაში კი როგორც ავტორი სრულიად მართებულად აღნიშნავს, გამოყენებულია პრიმიტიული მეთოდი „ ქვეყანაში უნდა დაკნინდეს ყველა, ვისაც აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტად და მაგალითად იქცეს.“ ეს იმიტომ რომ ულტრალიბერალური ელიტა, უზარმაზარი ფინანსური თუ მატერიალური ინექციების შედეგადაც კი ვერ ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ელიტად. ის დარჩა და დარჩება „ფსევდო-ელიტის“ როლში. თავს არ შეგაწყენთ იმის ჩამოთვლით თუ როგორ ცდილობენ ისინი დამკვიდრებას. წერილში ეს კარგად არის აღწერილი და ვერაფერს დავამატებ.

და ბოლოს, ავტორი გვპირდება სამომავლოდ დაასახელოს ოჯახები, რომლებიც რეალურად მართავენ აშშ-ს. მე ახლავე დავასახელებ ამ ოჯახებს, რომლებსაც მოდით ასე ვთქვათ, უდიდესი და ხშირად გადამწყვეტი გავლენა აქვთ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. ეს არასრული ჩამონათვალია ამ საოჯახო დინასტიების: როკფელერები, მორგანები, ბარუხები, უოლტონები, მერდოკები, პრიცკერები, კოხები, მარსები, დორანსები, დუნკანები, ქარგილები....“ - წერს ანჯაფარიძე facebook-ზე.

ვინ მართვას ამერიკას - ამ სათაურით წერილს ზაზა შათირიშვილი აქვეყნებს. ფილოსოფოსი წერს, რომ საკითხის შესწავლას დიდი დრო დაუთმო და მივიდა დასკვნამდე, რომ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი