მუქარები არაა გასაკვირი, არც შავი სიები. ახლა „მაგნიტსკის სია“ აიტაცეს, ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აგროვებდნენ შავ სიებს, მერე 10 წელია აგროვებენ ვინ რა დაწერა და ვინ ვისზე რა თქვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 09 იანვარი 2023, 13:43

მუქარები არაა გასაკვირი ამათგან, არც შავი სიები. ახლა „მაგნიტსკის სია“ აიტაცეს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აგროვებდნენ შავ სიებს. კასრების საქმის სიები გაიხსენეთ. მერე 10 წელია აგროვებენ ვინ რა დაწერა, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ რა „დაალაიქა“ და ა.შ. - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალუქვაძე წინა ხელისუფლებაზე და მის მოკავშირეებზე აღნიშნავს, მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ.

„ასე რომ ამ ხალხის, წინა ხელისუფლებას და მის მოკავშირეებს ვგულისხმობ, გამოსწორება არ იქნება. არც ქვეყანას მოასვენებენ. მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, საქმეზე საუბარი. სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ. ხომ დავწერე ამას წინათ, ყველაზე მეტად სააკაშვილი მისი პარტიის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰკიდიათ ფეხებზე მეთქი?! სხვა თემები არ აქვთ: უნდა ისპეკულირონ სააკაშვილის თემით, ევროპული არჩევანით და ა.შ. სიების შედგენას, თუ ფიქრობთ რომ ცუდადაა, ექიმები რატომ არ ჩამოუყვანეთ აქამდე, ხომ გითხრათ ხელისუფლებამ, ჩამოუყვანეთ და გადავიხდითო?! რატომ არ ჩამოუყვანეთ? მაგრამ თქვენ ჯანმრთელი სააკაშვილის თემა არ გჭირდებათ, თქვენ მის ჯანმრთელობაზე საუბარი გაწყობთ. ამ თემაში აღარ უნდა აჰყვნენ. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და კლინიკამ“,- წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი