260
09 იანვარი 2023, 12:00
„ევროპისა და დემოკრატიის ცენტრში, ბელგიაში, დღემდე გაურკვეველ გარემოებაში ხდება ქართველი ტრანსგენდერის გარდაცვალება - სად არის ჩვენი "მესამე სექტორის" აღშფოთებული შეშფოთება? სად არის ევროპული დემოკრატიული ფასეულობების უკუსვლის გაპროტესტება ევროკავშირის საელჩოსთან?“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არანაირი ადამიანის უფლებების დაცვა, არანაირი სიმართლე და ობიექტურობა მედიასივრცეში! მხოლოდ და მხოლოდ სექტის მკვებავ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ხერხით.
„ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტები, სიცრუეზე აგებული "სიმართლე", გამრუდებული, გაუკუღმართებული "ჭეშმარიტება" - ეს არის ქართული "მესამე სექტორის" და მათ მიმართ დაქვემდებარებული მედიის ყოველდღიურობის წესრიგი. ეს არის ის საქმიანობა, რომელზეც ყოველწლიურად დასავლეთიდან ასობით მილიონი იხარჯება. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რატომაც უნდა დაექვემდებაროს ამ "სექტორის" მოღვაწეობა და მისი ანგარიშგება სახელმწიფო და საშემოსავლო კონტროლს. ეს არის თემა, რომელიც წელს საკანონმდებლო ინიციატივის კონტურებს აუცილებლად შეიძენს!
როდესაც ამერიკაში Black Lives Matter-ის მოძრაობის მიერ ასობით ჟურნალისტი და ოპერატორი თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა - არანაირი მხარდაჭერა თავისი ამერიკელი კოლეგების მიმართ ჩვენ აქედან არ გაგვიგია! მეტიც - ამ თემების გაჟღერებაც კი მკაცრად ტაბუდადებული იყო! ხოლო, საქართველოში სულ სხვა მიზეზების გამო დაღუპული ლექსო ლაშქარავას საკითხი მსოფლიოს დღის წესრიგში აყვანა, მისი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში გაშუქება - სულ მცირე უზნეობაა. და ათმაგი უზნეობაა, როდესაც ამ თემის წამოწევისთვის, ჩვენს "მესამე სექტორს" თანხებს სწორედ რომ ამერიკული მხარე ურიცხავს.
ევროპისა და დემოკრატიის ცენტრში, ბელგიაში, დღემდე გაურკვეველ გარემოებაში ხდება ქართველი ტრანსგენდერის გარდაცვალება - სად არის ჩვენი "მესამე სექტორის" აღშფოთებული შეშფოთება? სად არის ევროპული დემოკრატიული ფასეულობების უკუსვლის გაპროტესტება ევროკავშირის საელჩოსთან? საქართველოში მსგავსი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო - შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საპროტესტო ტალღა აგორდებოდა? შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომით დაწყებული - პრემიერისა და მისი ხელისუფლების "ცივილიზებული ტექნიკური მთავრობის" ჩანაცვლების მოთხოვნით დამთავრებული!
არანაირი ადამიანის უფლებების დაცვა, არანაირი ქართველების გვერდში თანადგომა, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ მის ფარგლებს გარეთ, არანაირი პოლიტიკა და პროგრამული კონკურენტუნარიანი ჭიდილი მმართველ პარტიასთან, არანაირი სიმართლე და ობიექტურობა მედიასივრცეში! მხოლოდ და მხოლოდ სექტის მკვებავ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ხერხით! ქართული მენტალობის გენოციდის, ჩვენი სულიერი და სარწმუნოებრივი ფასეულობების განადგურების გზით!
გამორიცხულია! ჩვენი მხრიდან კი საჭიროა ყოველ ჯერზე ამ მცდელობების - გამოაშკარავება, ამ პროცესებში მონაწილე მხარეთა - მხილება და მათი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლზე აყვანის აუცილებლობა! აუცილებლობა, რომელიც გადადებას აღარ ითმენს. საქართველოსა და ქართველობის "დაუძინებელი მეგობრები" თავის საომარ მიზნებსა და მისწრაფებებს უკვე აღარც ნიღბავენ, არა თუ აღარც მალავენ!“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |