ევროპული ქვეყნები განიხილავენ 2024 წლის ოლიმპიადის ბოიკოტის ვარიანტს, თუ თამაშებზე დაუშვებენ რუსეთსა და ბელარუსს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 08 იანვარი 2023, 19:57

ევროპული ქვეყნები განიხილავენ 2024 წლის ოლიმპიადის ბოიკოტის ვარიანტს, თუ თამაშებზე დაუშვებენ რუსეთსა და ბელარუსს, – იტყობინება გამოცემა Inside the Games-ი.

მოვლენათა ამგვარი ვარიანტის სასარგებლოდ გამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი წევრი ნორვეგიიდან გერჰარდ ჰეიბერგი.

ევროპული ქვეყნების გააქტიურება გამოიწვია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის სიტყვებმა. ის ცოტა ხნის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ განიხილონ რუსი სპორტმენების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების სცენარი.

ბახის ამ პოზიციას ბევრი არ დაეთანხმა, მათ შორის მსოფლიოს ანტიადოპინგო სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტი კრეიგ რიდი.

ფრანგმა ჟურნალისტმა, ალენ ლუცენფიჰტერმა განაცხადა, თომას ბახის წინადადების რეალიზაცია „მოკლავს პარიზის ოლიმპიადას“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი