მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს დახმარებას სთხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 08 იანვარი 2023, 16:14

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს სთხოვს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

სააკაშვილის ბრაუდერისთვის გაგზავნილი წერილი მესამე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც პუტინის უძლეველობის მათეულ რწმენასთანაა დაკავშირებული. თუმცა მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედი ისაა, რომ მის სიკვდილამდე ვიცოცხლო. ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული არამზადები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას.

გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობით, მებრძოლი სულითა და ფართო კონტაქტებით“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი