გია აბაშიძე: „ნაცებს“ ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 27 დეკემბერი 2022, 12:37
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, „ნაცებს“ ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები, გიორგი გახარიები, კრებსითი ბესელიები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები.

„აკადემიური წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ხანდახან მსაყვედურობს, რომ საჯარო კომენტარებში ხისტი ვარ „ნაცების" მიმართ. მაქვს ბუნებრივი პასუხი - ტრადიციული პოლიტიკური თეორიებით და რაციონალიზმით სააკაშვილის სექტა ვერ აიხსნება. ხისტი კი არა და დაუნდობელი ვარ „ნაცების" მიმართ 2006 წლის 29 იანვრიდან, ჩემთვის უცნობი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მეორე დღიდან.
დაუნდობელი ვარ ჩემი სულხან მოლაშვილის (ერთად ვიზრდებოდით ფოთის ქუჩაზე) გამო, დაუნდობელი ვარ არაერთი გაწამებული, განადგურებული ოჯახის გამო!

„ნაცებს" ანგარებიანად მიტმასნილი მურმან დუმბაძეები, გიორგი გახარიები, კრებსითი ბესელიები და ბერძენიშვილები საკუთარი ოჯახების მტრები არიან, თავს ირცხვენენ საშვილიშვილოდ ეს არსებები.“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

„გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ „მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი