ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე: თუ მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 27 დეკემბერი 2022, 10:06
“ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი.” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ფსიქიატრის შესახებ, რომლის დასკვნასაც ამერიკული სასამართლო არ ენდო.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, დღესაც ვიღაც ვიღაცები ცდილობენ ვიღაც უცხოელი ავიატურისტები შემოგვასაღონ, როგორც დიდად კომპეტენტურები და მცოდნეები. რეალობა კი ხშირად სულ სხვა აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩამოყვანა.
“სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი ნიში ალბათ მისი სუვერენიტეტი და ადგილობრივ თუ უცხოელ, ავანტიურისტთა გავლენის სფეროდან განთავისუფლებაშია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების ნაწილი, ჯერ რუსების 200 წლიანი ბატონობიდან მოყოლებული, შემდგომ კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე მოექცა უცხოელთა გავლენის ქვეშ: უცხოელმა თქვა ე.ი. მართალია, რატომ იმიტომ რომ მან ჩვენზე მეტი იცის, უფრო კომპეტენტურია და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, დღეს ეს სტერეოტიპი ინგრევა: ჯერ ერთი არავისზე ნაკლებიც არ ვიცით და კომპეტენციაც არ გვაკლია, მით უმეტეს ჩვენს შინაურ საქმეებში აგრესიულ ჩარევას ყოველთვის მტკივნეულად განვიცდიდით და ვებრძოდით. ეს ყველაფერი კი იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დღესაც ვიღაც ვიღაცები ცდილობენ ვიღაც უცხოელი ავიატურისტები შემოგვასაღონ, როგორც დიდად კომპეტენტურები და მცოდნეები. რეალობა კი ხშირად სულ სხვა აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩამოყვანა. სიმართლე გითხრათ, ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი. მარტივი კითხვა ჩნდება, თუ კი მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი