ზურაბ ქადაგიძე ანდრო ბარნოვზე: ეს ნაძირალები, ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, თავისას მაინც არ იშლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
314 25 დეკემბერი 2022, 20:51

მელიას და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე "პანელზე" მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა. მიდი ანდრო, ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ..., - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის facebook სტატუსს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს „ნაძირალები“ ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან.

„მოკლედ, შავი სიები გამზადებული აქვთ... როგორც ღორი... ჭამას ვერ მოიშლის, ისე „ნაცები“ მოძალადე ბუნებას ვერ დათმობენ. ეს ბაჯაღლო ბარნოვი აქამდე სად იყო? ალბათ, დაინახა მელიასა და ხაბეიშვილის ფონზე იქნებ სადმე „პანელზე“ მეც მივიქციო ყურადღებაო და გამონათდა...

ისე, წარმოიდგინეთ ეს ნაძირალები, ზუსტად ასეთი სიების კეთებისა და ძალადობის გამო გაისტუმრა ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიან. კვლავ საკუთარ მანიაკურ სურვილებთან არიან დარჩენილები...

P.S.მიდი ანდრო, შენ ეგრე გააგრძელე და ხელისუფლებაში თუ არა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგედ დაგაბრუნებენ...“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი