346
22 დეკემბერი 2022, 12:58
წვერის გაუპარსაობით და თმების აჩეჩილობით ვერ ჩამოირეცხავ იმ სისხლს, რომელიც შენ სახელს უკავშირდება, სირო!!! სიგამხდრე? 30 კილოგრამი მეც დავიკელი და თავს მშვენივრად ვგრძნობ! აი შენი ნამოქმედარის მცირე სია, რომელიც ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა და ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი დაბლოკეთ და რამდენი თავიანთი პატრონით ამოწყვიტეთ - წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე და ჰააგის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების სიას აქვეყნებს.
„ეს დორბლიანი! წვერის გაუპარსაობით და თმების აჩეჩილობით ვერ ჩამოირეცხავ იმ სისხლს, რომელიც შენ სახელს უკავშირდება, სირო!!! სიგამხდრე? 30 კილოგრამი მეც დავიკელი და თავს მშვენივრად ვგრძნობ! აი შენი ნამოქმედარის მცირე სია, რომელიც ჰააგის სასამართლოში გაიგზავნა და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი დაბლოკეთ და რამდენი თავიანთი პატრონით ამოწყვიტეთ.
ჰააგის სარჩელიდან ამონაწერი
გირგვლიანი;
რობაქიძე;
აფრასიძეები;
ვაზაგაშვილი;
გამცემლიძე;
ჟვანია;
ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციის დროს );
ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას);
დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციის განხორციელებისას );
ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას );
ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ};
ალექსანდრე გომაშვილი ( მოკლეს კახეთში დაკავებისას);
მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა );
სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციის დროს );
აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას );
ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივენი მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას );
ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში სოფელ ვახტანგისში);
ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში მძევლის გათავისუფლებისას);
ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივენი ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავებისას );
თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში დაკავებისას );
ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში);
გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივენი ერთად მოკლეს თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას);
ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას );
რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში დაკავებისას );
ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში დაკავებისას );
გიორგი თელია (მოკლეს თბილისში საკუთარ სახლში სპეცოპერასიის დროს );
ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას);
ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას);
ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე);
მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში დაკავებისას);
გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში სპეცოპერაციის დროს);
ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში დაჭრილი იქნა პოლიციელის მიერ და სახლში მისვლისას გარდაიცვალა);
ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას);
ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში დაჭრეს პოლიციელებმა და დაჭრილს არ აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება, რის გამოც გარდაიცვალა);
მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამოესროლა პოლიციელმა და ადგილზე მოკლა);
გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახებით);
ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);
ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში სპეცოპერაციისას);
თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში სპეცოპერაციისას);
როლანდ მახარაძე ( მოკლული იქნა ბათუმში მძევლების გათავისუფელებისას )
როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში სასტიკი წამების შემდეგ);
ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე დაკავების შემდეგ);
გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში სპეცოპერაციისას);
ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში დაკავებისას);
მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საუკუთარ სახლში)", - წერს დიტო სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |