481
21 დეკემბერი 2022, 20:37
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები დააჯილდოვა. სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ დაჯილდოების ცერემონიალი.
დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ 2022 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ვაჟა კაჭარავა (85), გურამ კოსტავა (85), რომან რურუა (80), ალექსანდრე ბართაია (80), გივი ონაშვილი (75), ელგუჯა ბერიშვილი (70), პაატა ნაცვლიშვილი (70), ვაჟა დანელია (70), დავით გობეჯიშვილი (60), გიორგი თენაძე (60), ლუკა კურტანიძე (50), რუსუდან ხოფერია (50), ლაშა ლომიძე (50).
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 2022 წელს მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები, გაიმარჯვა არაერთ საერთაშორისო ტურნირში.
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის გადაეცა ლაშა ტალახაძეს. ათლეტმა ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში, როგორც ორჭიდში, ასევე ატაცსა და აკვრაში.
სხვა ნომინაციებში გამარჯვებულად გამოცხადდნენ:
1. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი.
2. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია.
3. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)
4. 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა).
5. 2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი“ - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა)
6. 2022 წლის აღმოჩენა ,,ოლიმპიური იმედი“ - გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა).
7. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა/ ლუკა ბერულავა.
8. საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია-საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია.
9. 2022 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - კომპანია ,,ავერსი.“
10. 2022 წლის ოლიმპიური თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის - საქართველოს პირველი არხი
11. 2022 წლის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ,, ნონსტოპი“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |