276
16 დეკემბერი 2022, 19:37
"როგორი აღრეულია ნაცსექტაში 'მესიჯბოქსი'- ჰააგის სასამართლოშიც საქართველოს გამარჯვება ღალატის პარტიის ქულად სურთ მიიწერონ,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებას.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცრეჟიმმა ჰააგაში სარჩელის შეტანა არც იკადრა. პირიქით, გორში ჩამოგდებული რუსული „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან.
,,როგორი აღრეულია ნაცსექტაში 'მესიჯბოქსი'- ჰააგის სასამართლოშიც საქართველოს გამარჯვება ღალატის პარტიის ქულად სურთ მიიწერონ. არა და იუსტიციის უწინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის და მისი გუნდის კოლოსალური შრომით მოხერხდა, რომ ქართულ სახელმწიფოს გაემარჯვა.
ნაცრეჟიმმა სარჩელის შეტანა არც იკადრა. პირიქით, გორში ჩამოგდებული რუსული „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან, ევროსაბჭოს მოღალატეობრივ #1633 რეზოლუციას მოაწერა ხელი და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უნამუსოდ აბრალებდა, რომ თურმე ქართველი ოფიცრების გასამართლება სურდა ჰააგაში.
ომის პარტიის ბოროტი პროპაგანდა ყოველთვის ფიასკოსთვისა განწირული!
საუკუნო ხსენება საქართველოსთვის დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს!” - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |