გასაკვირი უკვე აღარავისთვისაა, რომ ევროდეპუტატების ნაწილი ლობირებაში, სხვადასხვა ინტერესების გატარებაში ფულს იღებს და ტირაჟირებს უსინდისოდ უსაფუძვლო ბრალდებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
325 14 დეკემბერი 2022, 13:33

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვას ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს „ ნაცპროპაგანდა ჩვეულებრივ მანიპულაციით ცდილობს საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანას. საკითხი ეხება სააკაშვილის ოჯახის სტუმრობას ევროპაში. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის საკითხი განიხილეს პლენარულ სხდომაზე (#1 ვიდეო), სადაც ნათლად ჩანს 705 ევროპარლამენტარის "დიდი ინტერესი" ცარიელ დარბაზში. ხოლო მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია სააკაშვილების მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე.“

„ნაცპროპაგანდა ჩვეულებრივ მანიპულაციით ცდილობს საზოგადოების მორიგ შეცდომაში შეყვანას.
საკითხი ეხება სააკაშვილის ოჯახის სტუმრობას ევროპაში. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის საკითხი განიხილეს პლენარულ სხდომაზე (#1 ვიდეო), სადაც ნათლად ჩანს 705 ევროპარლამენტარის "დიდი ინტერესი" ცარიელ დარბაზში. ხოლო მეორე ვიდეოზე აღბეჭდილია სააკაშვილების მოსმენა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) საპარლამენტო ჯგუფის შეკრებაზე.
ევროპარლამენტში კორუფცია რომ ყვავის, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბელგიის პოლიციის მიერ ვიცე-სპიკერის, ევა კაილისა და სხვა რამდენიმე ჩინოსნის დაკავებით კატარის სკანდალად წოდებულ საქმეებზე. ბრიუსელში ახლახან დაკავებულთ ბრალი ედებათ ფულის აღებაში კატარის ინტერესების გატარების სანაცვლოდ. ევროპარლამენტს ასეთი სკანდალი ჯერ არ ახსოვს, მაგრამ კრიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, ეს ერთეული შემთხვევა იყოს.
„ევროპარლამენტი არ არის გამჭვირვალე ინსტიტუტი და სოციალისტების მხარდაჭერა, როგორიცაა ევა კაილი, ამხელს ევროპარლამენტის ღირებულებებს და დასცინის ევროკავშირის ამ ინსტიტუტს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ბოგდან რზონკა, პოლონეთის მმართველი პარტიის “კანონის და სამართლიანობის” (PiS) წევრი.
„ევროკავშირს უყვარს გაკვეთილების ჩატარება მთელ მსოფლიოში. ის ლექციებს უკითხავს უნგრეთს, პოლონეთს. ის გაკვეთილებსაც კი უკითხავს ევროპის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ს. ბევრად უკეთესი იქნებოდა საკუთარი სახლის დასუფთავება დაიწყოს“, - თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ფილიპ ოლივიემ.
ბელგიის პოლიციის გამოძიება, სავარაუდოდ, გამოკითხვას სხვა ადამიანებს, მათ შორის ევროპარლამენტის სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან და გაზრდის ყურადღებას პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისადმი, რომელიც ზეწოლის ქვეშ იმყოფება Pfizer-თან შესყიდვების შეთანხმების პირობების გამო.
გასაკვირი უკვე აღარავისთვისაა, რომ ევროდეპუტატების ნაწილი ლობირებაში, სხვადასხვა ინტერესების გატარებაში ფულს იღებს და ტირაჟირებს უსინდისოდ უსაფუძვლო ბრალდებებს.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი