ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტრო სიგარეტის მოხმარება, რომელსაც ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
320 13 დეკემბერი 2022, 15:23
გუშინ ვიხილეთ სააკაშვილის თემაზე ევროპარლამენტში დადგმული მორიგი მდარე სპექტაკლი, იგივე რეჟისურით, იგივე დრამატურგიითა და იგივე მსახიობებით. ტყუპისცალივით ჰგავდა წინა სპექტაკლებს, რომელთა დასკვნითი აქტი სააკაშვილის „მოწამეობრივი“ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სააკაშვილი ცოცხალია და პატიმრობის პერიოდში სიმულაციების გროსმაისტერი გახდა - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტრო სიგარეტის მოხმარება, რომელსაც ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას.
„გუშინ ვიხილეთ სააკაშვილის თემაზე ევროპარლამენტში დადგმული მორიგი მდარე სპექტაკლი, იგივე რეჟისურით, იგივე დრამატურგიითა და იგივე მსახიობებით. ტყუპისცალივით ჰგავდა წინა სპექტაკლებს, რომელთა დასკვნითი აქტი სააკაშვილის „მოწამეობრივი“ სიკვდილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სააკაშვილი ცოცხალია და პატიმრობის პერიოდში სიმულაციების გროსმაისტერი გახდა. რა თქმა უნდა ეს შესანიშნავად იციან მისმა ადვოკატებმაც, ექიმებმაც და მომხრეებმაც აქ თუ გარეთ, მაგრამ მაინც აწვებიან „პირველ ჩვენებას.“ ახლახანს სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუზღუდეს ელექტრო სიგარეტის მოხმარება, რომელსაც ის უზომოდ ჭარბად მოიხმარდა და როგორც ირკვევა, სხვა ხრიკებთან ერთად ამითაც აღწევდა წონაში მკვეთრ კლებას. როგორ მოქმედებს ელექტრო სიგარეტი წონაზე? აშშ-ს ცნობილი იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტების დროს გამოავლინეს გარკვეული რეცეპტორები ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც გავლენას ახდენენ მწეველებში მადის შემცირებაზე. მაგრამ თუ ისინი ნიკოტინით სტიმულირდებიან ელექტრონული სიგარეტის საშუალებით, ისინი არ გამოიწვევენ მასზე რაიმე დამოკიდებულებას, თუმცა ხელს შეუწყობენ წონის საიმედო და გარანტირებულ კლებას. ასე რომ, შუბი ხალათში დიდხანს არ დაიმალება და "არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი