ედიშერ გვენეტაძე სააკაშვილზე: ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპარლამენტარ, ლობისტებად წოდებულ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 13 დეკემბერი 2022, 11:45

ეტყობა ამ თაღლით-გაიძვერას, მისნაირებმა ასწავლეს, რომ თუ ბევრ ელექტროსიგარეტს მოწევ, ჭამის მადას დაგაკარგვინებს, დასუსტდები და მერე შენი ნაძარცვით მოსყიდულ ევროპარლამენტარ, ლობისტებად წოდებულ შენნაირ გაიძვერა აფერისტებს მეტი სალაპარაკო ექნებათ შენს ვითომდაც ცრუ ავადმყოფობაზე და უმადობაზეო, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილზე.

„ჰოდა შეჰქონდათ და შეჰქონდათ ელსიგარები. ეს სუპერაფერისტიც მეტი რა საქმე ჰქონდა თავისუფლების მოლოდინში უქიშინებდა და უქიშინებდა ტყიბულის პარაოზივით! როგორც თვითმხილველები ამბობენ - სხეულის ყოველი ღია ნაწილიდან უშვებდა კვამლს და ცდილობდა ყველა დაებოლებინა! ბოლოს შეუზღუდეს ამ ყველაფრის მკადრებელს, შეუზღუდეს მოწევა! ისმის კითხვა: კი, მაგრამ ჩვენისთანა უბრალო ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე, სადამდე უნდა იყოს ეგ გაფუჭებული, ხუთვარსკვლავიან კლინიკაში მხართეძოზე წამოპლაკული. ელექტროსიგარეტით პირში გაწყობილი, აკვამლიანებდეს შენობას და აბოლებდეს ჯერ კიდევ არსებულ მის მხარდამჭერ ბრიყვებს? წაათრიეთ ციხეში ეგ სიმულიანტი და იქ მოაწევინეთ, რამდენიც უნდა იმდენი ჭუტასეული „პრიმა“, „ასტრა“ და უფილტრო „პირველი“, - წერს გვენეტაძე Facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი