
საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) საქართველოში ვიზიტი იგეგმება.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება.
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.
გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად, არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია „მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა“ 9 დეკემბერს გაავრცელა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |