თქვენი ჰალსტუხიჭამია ბელადი არავის უწამებია, არც სათანადო კვება და მედიკამენტები აკლია, მაგრამ მაინც ცუდად არის იმიტომ, რომ სულთანივით ცხოვრებას იყო მიჩვეული და საქართველოდან მოპარული მილიარდები აქვს დასახარჯი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 08 დეკემბერი 2022, 18:22
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში „არქივის“ ვიდეოს აზიარებს, რომლის მიხედვითაც ჩანს,  რა მდგომარეობაში დატოვა ციხე 2010 წელს მაგნიტოფონის ქურდობისთვის დაკავებულმა, ცეზარ მოსახლიშვილმა 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

ბოჟაძე აღნიშნავს, რომ მოძალადე და სისხლიანი რეჟიმი, ,,ნაციონალური მოძრაობა" წესით საერთოდ არ უნდა ახსენებდეს სიტყვებს: ციხე, წამება, მაგრამ ბედავენ და თან ამ სიტყვებს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყენებენ.

როგორც ბოჟაძე წერს, თუ არ იცით რას ნიშნავს წამება და არაადამიანური მოპყრობა ეს კადრები ნახეთ. გახსოვდეთ 2004-2012 წლებს არასდროს გაპატიებთ საქართველო, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასდროს!

„მოძალადე და სისხლიანი რეჟიმი, ,,ნაციონალური მოძრაობა" წესით საერთოდ არ უნდა ახსენებდეს სიტყვებს: ციხე, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სიკვდილი...  მაგრამ ბედავენ და თან ამ სიტყვებს ახლა უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყენებენ, არადა 14 თვიანი პატიმრობიდან მე-8 თვეა კლინიკაში იმყოფება, ექიმების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არის და  მკურნალობს. ეგ თქვენი ჰალსტუხიჭამია ბელადი არავის უწამებია, არც სათანადო კვება და მედიკამენტები აკლია, მაგრამ მაინც ცუდად არის, იცით რატომ? იმიტომ რომ სულთანივით ცხოვრებას იყო მიჩვეული და საქართველოდან  მოპარული მილიარდები აქვს დასახარჯი! 
თუ არ იცით რას ნიშნავს წამება და არაადამიანური მოპყრობა ეს კადრები ნახეთ. გახსოვდეთ 2004-2012 წლებს არასდროს გაპატიებთ საქართველო, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასდროს!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი