ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება, ომში ჩათრევაში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 07 დეკემბერი 2022, 13:04

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა, 10 თვეზე მეტია ,ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას, ,,ქართული ოცნების" პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო და ხალხი, დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა :

 „უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და ომის გამო, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში რომელსაც მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე ემუქრება, ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა 10 თვეზე მეტია ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველო-რუსეთის ომის ცხელ ფაზაში გადასვლა(ჰიბრიდულ ომი გრძელდება) და სწორედ ამ ინტერესებს ემსახურება ომის და ღალატის პარტია, ,,ნაციონალური მოძრაობა" მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყალბი პატრიოტიზმის და თანაგრძნობის საფარქვეშ ცდილობს ქვეყნის ომში ჩართვას! ნათელია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება, სწორედ ომში საქართველოს ჩათრევაში, არეულობაში და ქაოსში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს, შესაბამისად ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად, საერთოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს!

2008 წელს ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ ,,ღირსეულად" დაიცვეს სახელმწიფო და ხალხი(ჯარის და პოლიციისგან განსხვავებით) ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველამ ვნახეთ და ახლაც, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში(ღმერთმა დაგვიფაროს) რომელი საზღვრისკენ გაიქცევიან კარგად ვიცით! ,,ქართული ოცნების" პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო და ხალხი, დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა, რაც არის ქვეყნის წარმატების და განვითარების ერთადერთი გარანტი!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი