გია აბაშიძე: კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი, რა მასშტაბის დაფარული ანგარება ტრიალებს და როგორ დათარეშობენ იქ სხვადასხვა არარეგისტრირებული ლობისტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 06 დეკემბერი 2022, 12:34

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის“ [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ვრცელდება [თუმცა, სუსტად კონტროლდება] მხოლოდ ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებზე, მომხსენებლებზე და ჩრდილოვან მომხსენებლებზე; ევროპარლამენტის წევრებზე, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკება. ყველა სხვა ევროპარლამენტარი აქვეყნებს თავის შეხვედრებს ნებაყოფლობით საფუძველზე.

„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი, რა მასშტაბის დაფარული ანგარება ტრიალებს და როგორ დათარეშობენ იქ სხვადასხვა არარეგისტრირებული ლობისტები. (ამგვარ ევროპულ ანგარიშებს პერიოდულად ვაქვეყნებ ჩემს FB-კედელზე).

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის" [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა.
ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ვრცელდება [თუმცა, სუსტად კონტროლდება] მხოლოდ ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებზე, მომხსენებლებზე და ჩრდილოვან მომხსენებლებზე; ევროპარლამენტის წევრებზე, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკება. ყველა სხვა ევროპარლამენტარი აქვეყნებს თავის შეხვედრებს ნებაყოფლობით საფუძველზე.
ლობირების დიდი ნაწილი ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონების შესახებ, რომელიც მოიცავს ცვლილებებს და მოხსენებების მომზადებას, პარლამენტის ჩინოსნებსა და ევროპარლამენტარების თანაშემწეებს ეკისრებათ, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.

„ევროპარლამენტში ლობირების გამჭვირვალობის ორი ძირითადი საკითხია. უწინარესად, არ არსებობს ამ წესებზე ზედამხედველობა-აღსრულება. მეორე საკითხი არის ის, რომ ლობირებაში ჩართული ბევრი სხვა ადამიანია, რომლებზეც არ ვრცელდება რაიმე წესი. მათ შორის არიან პარლამენტში აკრედიტებული თანაშემწეები და პოლიტიკური ჯგუფების მრჩევლები“, - თქვა ვიტორ ტეიშეირამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - ევროკავშირის“ პოლიტიკის უფროსმა ოფიცერმა.
ევროკავშირის ინსტიტუტებმა ლობისტებისთვის დააარსეს „გამჭვირვალობის რეესტრი“ [2019 წ], მაგრამ ეს არ მოითხოვს მათგან ჩაწერონ ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და ვის მიმართავენ. შედარებისთვის, აშშ-ში მოქმედებს ლობირების და უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი (FARA) და ის ლობისტებისგან მოითხოვს გაამჟღავნონ თავიანთი კლიენტები და მათთან დადებული კონტრაქტები.

იმავდროულად, ევროკომისია მოითხოვს ევროკომისრებისა და და მაღალჩინოსნებისგან, რომ გაასაჯაროონ თავიანთი შეხვედრები ლობისტებთან და სხვა ინტერეს-ჯგუფებთან. თუმცა, არცერთ ‘ვოჩდოგს’ არ დავალებია ზედამხედველობა იმაზე, იცავენ თუ არა ოფიციალური პირები წესებს,’’ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი