311
21 ნოემბერი 2022, 19:06
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, კანონის მიღებამდე მოთხოვნილი და შესრულებული უნდა იყოს ვენეციის კომისიის დასკვნა.
„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“,- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის კომენტარში, რომელიც წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერფხე გავრცელდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |