ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 20 ნოემბერი 2022, 20:25

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა უნგრეთის მსოფლიო თასზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. მათ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ზადიშვილმა იტალიის გუნდს ანგარიშით 45:32 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი