306
19 ნოემბერი 2022, 15:28
“დღეს სულხან მოლაშვილის დაბედების დღეა. ეს თარიღი უკვე წლებია მახსოვს, ხვალ ჩემი დაბადების დღე რომ არის - იმიტომ. ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება, თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, რა დროსაც მეც აუცილებლად მომკლავენ - უნდა მომკლან ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო:
სულხანის მკვლელობაზე პასუხიმგებელი პროკურორი, ვინმე გრიგალაშვილი, ჩვენი ბოძებზე გაკვრის ბრძანების გამცემი - ჯერ კიდევ ცოცხალი და უვნებელი იქნება...
სულხანის მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, ვინმე "ქილერა", ჯერ კიდევ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით უსარგებლებს...
სულხანის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი ვინმე სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რუსთავის დაწესებულებაში საკანში ყოფნის მაგივრად - რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება...
მოკლედ - ასეთ ვითარებაში სულ ნუ გაიხსენებთ ჩემს დაბადების დღეს”- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |