რომან გოცირიძე: მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
327 16 ნოემბერი 2022, 10:55

ერთ ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით ( რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული. პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არცერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლოდ ორმოცდაათეულთან ახლოსაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი შეიძლება საკამათო იყოს, რადგან ბევრ რამეს ისტორიული კონტექსტი განაპირობებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ვერსად გაექცევი. მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები. ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა. სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე „უბედურ“ ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 50 ქვეყანა ყველაზე მეტი რელიგიურობით გამოირჩევა“, - წერს გოცირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფოს ღირსების საკითხია ამ ნაძირალა პროვოკატორის უმკაცრესად დასჯა!
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
არქივი